ლანა დელ რეის მეხუთე სტუდიური ალბომი, „Lust for Life“ (2017), არტისტის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია. წინა ალბომებისგან განსხვავებით, რომლებიც მეტწილად პერსონალურ მელანქოლიასა და წარსულის ნოსტალგიას ეძღვნებოდა, ეს ჩანაწერი უფრო ოპტიმისტურია და მიმართულია მომავლისკენ. ალბომის გარეკანზე ლანა პირველად ჩანს მომღიმარი სახით, რაც სიმბოლურად მის შინაგან ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს.
2015 წლის დეკემბერში, ალბომ Honeymoon-ის გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ, დელ რეიმ ჟურნალ NME-სთან ინტერვიუში მომავალ ჩანაწერზე ისაუბრა:
"I do have early thoughts about what I’d like to do with [the next album]. My label, Interscope, is pretty flexible and open to my records coming out at any time, so I don’t have that pressure. I’m just happy to be able to keep on making music I can stand behind. That’s enough for me."
2017 წლის იანვარში დარეგისტრირდა სიმღერა "Love" (თავდაპირველი სათაურით "Young & in Love"). თაყვანისმცემლებს შორის ამ ტრეკზე დიდი მოლოდინი არსებობდა, თუმცა 17 თებერვალს სიმღერამ ინტერნეტში ნაადრევად გაჟონა. ამის გამო, მომღერლის გუნდმა მეორე დღესვე, 18 თებერვალს, სასწრაფოდ გამოუშვა სიმღერა ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე, როგორც ალბომის პირველი სინგლი.
2017 წლის 29 მარტს ლანამ ოფიციალურად დაადასტურა ალბომის სათაური – Lust for Life – სოციალურ ქსელებში სპეციალური თრეილერის გამოქვეყნებით. ალბომის კონცეფციაზე საუბრისას მან აღნიშნა:
"I made my first 4 albums for me, but this one is for my fans and about where I hope we are all headed."
Lust for Life დელ რეის პირველი ალბომია, რომელშიც მოწვეული არტისტები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: შონ ონო ლენონი, სტივი ნიქსი, Playboi Carti, ASAP Rocky და The Weeknd. ალბომის გამოსვლამდე ლანა Instagram-ზე ხშირად აზიარებდა მოკლე ვიდეოებს, სადაც ახალ სიმღერებს მღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ გაჟონა ინტერნეტში, მან მაინც უდიდესი წარმატება მოიპოვა.
კომენტარები
The Weeknd-თან კოლაბორაცია საუკეთესოა, ნამდვილი ჰიტია!
საოცარი ესთეტიკა აქვს ამ ერას!
'13 Beaches' ისევ ის ძველი, სევდიანი ლანაა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.