Norman F****** Rockwell! (2019) – თანამედროვე კლასიკა და პოეტური რეალიზმი ლანა დელ რეის მეექვსე სტუდიური ალბომი, „Norman Fucking Rockwell!“ (2019), ბევრი კრიტიკოსის მიერ მიჩნეულია მის შემოქმედებით მწვერვალად. ალბომი, რომელიც პროდიუსერ ჯეკ ანტონოფთან თანამშრომლობით შეიქმნა, აერთიანებს ფსიქოდელიურ როკს, ნაზ პიანინოს ბალადებსა და 70-იანი წლების კალიფორნიულ ფოლკ-ჟღერადობას.
2018 წლის 28 იანვარს, გრემის მე-60 დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, სადაც მისი წინა ალბომი Lust for Life იყო ნომინირებული, დელ რეიმ პირველად ახსენა ახალი ტრეკი "Bartender", რომელიც ჯერ არცერთ ალბომს არ ეკუთვნოდა. მალევე, თებერვალში, მან გაამჟღავნა სიმღერის სათაური "Sylvia", რომელიც მწერალ სილვია პლათით იყო შთაგონებული (საბოლოოდ სიმღერას "Hope Is a Dangerous Thing for a Woman like Me to Have – but I Have It" ეწოდა).
2018 წლის განმავლობაში ლანა ხშირად ჩნდებოდა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან მარინა (Marina and the Diamonds), ფლორენს უელჩი (Florence and the Machine) და ჯეკ ანტონოფი. სწორედ ჯეკ ანტონოფთან თანამშრომლობამ განსაზღვრა ალბომის ჟღერადობა. რადიო DJ ენი მაკის კითხვაზე, იყო თუ არა ახალი სიმღერები უფრო დიდი პროექტის ნაწილი, ლანამ დაადასტურა:
"We have a collection of songs that I've sequenced and I really love."
2018 წლის 18 სექტემბერს, ზეინ ლოუისთან ინტერვიუში, შედგა სიმღერა "Venice Bitch"-ის პრემიერა. სწორედ მაშინ გამოაცხადა ლანამ ალბომის ოფიციალური სათაური – Norman Fucking Rockwell. მან აღნიშნა, რომ სათაური ჯერ კიდევ მარტში მოიფიქრა. მოგვიანებით, ინსტაგრამ ლაივის დროს, მომღერალმა ალბომი დაასრულებულად გამოაცხადა და ის შემდეგნაირად დაახასიათა:
"Deeply introspective and on some sad girl shit."
საინტერესო ფაქტია, რომ ალბომის თავდაპირველი სათაური "Bird World" იყო. 2019 წლის აგვისტოში ინტერნეტში გავრცელდა ალბომის მოკლე ნაწყვეტები (Snippets), რამაც მსმენელის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. საბოლოოდ, ალბომმა უდიდესი კრიტიკული აღიარება მოიპოვა და ლანას შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა.
კომენტარები
"Venice Bitch" ნამდვილი შედევრია! 9 წუთიანი სიმღერაა და ერთი წამითაც არ მბეზრდება. ჯეკ ანტონოფმა და ლანამ საოცრება შექმნეს.
ამ ალბომის ლირიკა სხვა დონეა. "Hope is a dangerous thing..." ყველაზე ემოციური სიმღერაა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სილვია პლათის ხსენებამ საერთოდ გამაოგნა.
ველოდები როდის ჩამოვა ჩემი ვინილი. "Cinnamon Girl"-ის მოსმენა ფირფიტაზე ჩემი ოცნებაა. ლანა ნამდვილი პოეტია!