Ultraviolence (2014) – ფსიქოდელიური როკი და ბნელი ესთეტიკა ლანა დელ რეის მესამე სტუდიური ალბომი, „Ultraviolence“ (2014), არტისტის შემოქმედებაში რადიკალურად ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა. ალბომი, რომლის პროდიუსერიც The Black Keys-ის წევრი, დენ აუერბახია, ხასიათდება „დესერტ-როკის“, ბლუზისა და ფსიქოდელიური პოპის ელემენტებით. ალბომი გამოირჩევა თავისი ნედლი, ცოცხალი ჟღერადობითა და უფრო მძიმე, დრამატული ლირიკით. „Ultraviolence“-ში ლანა უარს ამბობს სტანდარტულ პოპ-სტრუქტურებზე და უპირატესობას ანიჭებს ხანგრძლივ, მელანქოლიურ გიტარის სოლოებსა და „ბინძურ“, ვინტაჟურ ჟღერადობას.
პირველი მასშტაბური წარმატების, Born to Die-ს შემდეგ, 2012 წლის მიწურულს დელ რეიმ ალბომი ხელახლა გამოსცა დამოუკიდებელ EP-სთან, Paradise-თან ერთად. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან მუშაობა მომდევნო სტუდიურ პროექტზე. 2013 წლის დასაწყისში ის უკვე ლოს-ანჯელესის სტუდიებში ფიქსირდებოდა. ინტერვიუებში ლანა ალბომის განვითარებაზე საუბრობდა და აღწერდა მას, როგორც „ბნელსა და სულიერს“, თან მსმენელს ისეთ ტრეკებს აცნობდა, როგორიცაა "Black Beauty".
სიმღერა "Black Beauty"-ს ინტერნეტში გაჟონვამ მომღერალი იმედგაცრუებული დატოვა. მან აღნიშნა:
"I do feel discouraged, yeah. I don't really know what to put on the record. But I guess I could just put them on and see what happens."
მიუხედავად პირადი სივრცის ხელყოფისა და მასალის გაჟონვისა, ის აგრძელებდა მუშაობას Ultraviolence-ზე:
"I'm writing songs that I really like right now. They're really low-key and stripped back, all sort of West Coast-inspired."
ახალი ალბომის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება ლანამ თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, "Tropico"-ს პრემიერაზე, 2013 წლის დეკემბერში გააკეთა. მოგვიანებით, 2014 წლის აპრილში, სან-ფრანცისკოში გამართულ კონცერტზე მან წარადგინა ახალი სიმღერა "Cruel World", რომელსაც ალბომიდან თავისი ფავორიტი უწოდა. მაისში კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრეკის სათაური – "Money Power Glory".
ალბომის გარეკანი 2014 წლის 9 მაისს გამოქვეყნდა. შავ-თეთრ ფოტოზე დელ რეი ავტომობილის ღია კართან დგას. საინტერესოა, რომ წინა ალბომებისგან განსხვავებით, ეს ფოტო სპეციალურად გარეკანისთვის გადაიღეს და არა რომელიმე მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე. ალბომთან ერთად გამოიცა აუდიო-კომენტარების ვერსიაც, სადაც ლანა თითოეული სიმღერის წერისა და ჩაწერის პროცესს დეტალურად განიხილავს.
კომენტარები
"he hit me and it felt like a kiss"
ეს ალბომი ლანას ყველაზე მუქი და ემოციური ნამუშევარია.
Ultraviolence არის ჩემი საყვარელი ალბომი ლანას შემოქმედებიდან.